სტაჟირება / გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სტაჟირება საერთაშორისო კომოანია
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
საერთაშორისო კომოანია აცხადებს სტაჟირებას „გრაფიკული დიზაინერის“ პოზიციაზე - დასაქმების პერსპექტივით.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ
ანაზღაურება: 1000 NET
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; კორპორატიული ნომერი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის გაიდლაინის გათვალისწინებით კომპანიის მარკეტინგული მასალების ვიზუალების მომზადება
  • საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინის მოდიფიცირება;
  • ციფრული და ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
  • დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და შეთავაზება მარკეტინგის გუნდისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator);
  • 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, PowerPoint);
  • დავალების სწორად გაანალიზების უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა და ვადების დაცვა.

პიროვნული თვისებები:
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • კრეატიული აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირება;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო გარემოს;
  • მხარდაჭერას სასწავლო პერიოდის განმავლობაში არსებობის შემთხვევაში
  • ხელმძღვანელის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოლეგიალურ გუნდს.

შერჩევა ტარდება 3 ეტაპად:
  • 1 ეტაპი - შესაბამისი კანდიდატების შერჩევა პორტფოლიოს მიხედვით
  • 2 ეტაპი - პრაქტიკული დავალება
  • 3 ეტაპი - გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ: „გრაფიკული დიზაინერი.“