სასწავლო პროცესის კორდინატორი ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის კორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი
  • გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B-2 დონეზე ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.

სასწავლო პროცესის კოორდინატორის ფუნქცია:
  • უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების ტექნიკურ საკითხებზე დახმარებასა და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
  • სკოლის დეკანთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
  • ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
  • აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
  • თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოებას;
  • აკვალიანებს სტუდენტებს საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
  • ახორცილებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
  • ახორცილებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
  • ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
  • აწარმოებს მონიტორინგს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანასთან დაკავშირებით სტუდენტურ ბაზაში;
  • კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
  • მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების პროცესში;
  • უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
  • ახორციელებს ლექტორების მონიტორინგს (ლექტორის მიერ სასწავლო კვირაში ფაქტობრივად ჩატარებული საათობრივი დატვირთვის ასახვა);

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 29 აპრილიდან 2025 წლის 29 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@neu.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 2 18 52 52