შესყიდვების მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი ჯორჯიან ქონქრით ქლაბ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიას.

შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: საგურამო
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
  • დახასიათება/რეკომენდაცია წინა სამსახურიდან

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალური
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი

ძირითადი მოვალეობები:
  • მომწოდებლების ბაზების შედგენა და მუდმივად განახლება;
  • მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
  • შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა და კოორდინაცია (ყველა საჭირო დოკუმენტაციის/საბუთის წარმოება, მომზადება, პროგრამულად ასახვა, შენახვა;);
  • კომპანიაში არსებული მასალების შესწავლა;
  • პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი; შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • არსებული და ახალი პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაზიარება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად.
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “ჯორჯიან ქონქრით ქლაბ LLC Georgian Concrete Club”-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV