მთავარი ბუღალტერი/აუდიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი, მთავარი ბუღალტერი
აუდიტორული კომპანია ,,ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი ‘’ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • საგადასახადი კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
  • აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის/საგადასახადო აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: შეთანხმებით.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - ქ.თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე :zegaconsulting@gmail.com