უფროსი რეკრუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ლუკა პოლარე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი რეკრუტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული აქტიური ვაკანსიების შესაბამისად მოზიდვა/შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება HR ადმინისტრირების განყოფილებისათვის, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
  • კანდიდატების მოზიდვის და შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მონაცემების ანალიზი და ახალი წყაროების იდენტიფიცირება და მოძიება;
  • ჩატარებული სამუშაოების რეპორტინგი დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი - განათალება (სასურველია სოციალურ მეცნიერების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); 
  • სასურველია რითეილ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურიობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

გახდით  ჩვენი გუნდის წევრი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ  hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ უფროსი რეკრუტერი“  

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !