დაცვის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

G&A Group აცხადებს ვაკანსიას დაცვის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29 
 
ჩვენ შესახებ: 
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი. 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი 
  • ვიდეომონიტორინგის სისტემების მართვა და ანალიზი 
  • დაცვის თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და ინსტრუქციების გაცემა 
  • საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება 
  • უშიშროების პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება და მონიტორინგი 
  • თანამშრომლობა მენეჯმენტთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საჭიროების შემთხვევაში 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ობიექტის უსაფრთხოების მართვაში 
  • დაცვის სამსახურის ორგანიზების და მართვის უნარი 
  • ვიდეომეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემების ცოდნა 
  • ფიზიკური გამძლეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დისციპლინა, ორგანიზებულობა და კრიტიკულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება 
 
რას გთავაზობთ: 
  • სტაბილური სამუშაო გარემო 
  • კონკურენტული ანაზღაურება 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ: “დაცვის უფროსი”