რეზერვაციების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ჯავშნები
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების განხორციელება;
  • არსებულ კლიენტებთან, მათ შორის კორპორატიულ კლიენტებთან , ტურისტულ სააგენტოებთან და ღონისძიებების დამგეგმავებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
  • კლიენტებისთვის ეფექტური მომსახურების მიწოდება რეზერვაციის პროცესის განმავლობაში, მათი საჭიროებებისა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
  • კომპანიის პოლიტიკასთან, ასევე გაყიდვებთან და სტუმართმოყვარეობის სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური პრიორიტეტულია)
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რეზერვაციების აგენტი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.