კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს -კვებას, განთავსებას
ფუნქცია-მოვალეობები:
- დადასტურებული ინდივიდუალური და ჯგუფური რეზერვაციების ასახვა ჯავშნების სისტემაში
- OTA არხების მართვა
- შემოსულ ზარებზე/შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ჯავშნების მიღება, ჯგუფური ჯავშნების გაყიდვების გუნდთან გადამისამართება
- სასტუმროს ჯავშნის პანელში შეტანილი ჯავშნის სტატუსის მონიტორინგი /განახლება და უკუკავშირი მომწოდებელთან/გაყიდვების გუნდთან;
- გაყიდვების გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისტემაში ჯავშნის შეტანა დადგენილი სტანდარტით;
- სისტემაში შეტანილი ჯავშნის შესაბამისად, ინვოისის/ჯავშნის დასტურის გადაგზავნა პარტნიორთან/ინდივიდუალური რეზერვაციების გადახდების მონიტორინგი
- მჭიდრო კავშირი გაყიდვების გუნდთან;
- მჭიდრო კავშირი სასტუმროს რეცეფციის გუნდის წევრებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერული უნარები, PMS (Fidelio) სისტემის ცოდნა;
- გასაყიდი პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
- პუნქტუალურობა,
- ორგანიზებულობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- კომუნიკაბელურობა,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- ანალიტიკური აზროვნება,
- მომსახურების უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.