გაყიდვების კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის (Pro-Active) პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად;
  • რეგულარული ზარების განხორციელება, როგორც არსებულ , ასევე პოტენციურ მომხმარებელთან;
  • შეთავაზებების მომზადება, რომელიც გამიზნულია მაქსიმალურ მოგებაზე, კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ტურისტულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • ანგარიშების მომზადება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამცოდილება, მინიმუმ 1 წელი;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!