შემოსავლების აუდიტი/მთავარი მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი Blue Sky Apart-Hotel
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი, მოლარე (ბუღალტერია)
Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას აპარტჰოტელის ფინანსურ დეპარტამენტში, შემოსავლების აუდიტის/მთავარი მოლარის პოზიციაზე

მოვალეობები:
  • საოპერაციო სისტემაში ასახურლი შემოსავლების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამასთან, მათი სისწორის უზრუნველყოფა, ინფორმაციის სწორად გადატანის მონიტორინგი და საოპერაციო შემოსავლების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • მართვის ხელშეკრულების საფუძველზე აპარტამენტების ყოველთვიური საექსპლუატაციო მომსახურების ფაილის გადამოწმება, მზა ფაილის ატვირთვა სასტუმროს პროგრამაში და საბუღალტრო პროგრამაში;
  • შემოსავლების ტრანზაქციების აუდიტი, როგორიც არის გაყიდვები, ჯავშნები, მომსახურების საფასური.
  • ყველა ტრანზაქციის სიზუსტის შემოწმება, არის თუ არა სწორად და კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად აღრიცხული.
  • ნულოვანი ჯავშნებისა და მეპატრონის ჯავშნების საოპერაციო და საბუღალტრო სისტემაში სისტემებში აღრიცხვის მონიტორინგი.
  • საოპერაციო პროგრამაში ყოველდღიურად აღრიცხული შემოსავლების / გადახდების შედარება რეალურად მიღებულ თანხებთან.
  • უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასწორების პროცედურის მონიტორინგი და რეპორტინგის წარმოება.
  • ღამის აუდიტის ჩატარების შემდეგ მისი გადამოწმება და კონტროლი, შეუსაბამოების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასეორების და რეპორტინგის წარმოება.
  • აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელ პირთან.
  • კომპანიის მიერ სხვადასხვა სერვისებსა თუ მომსახურეობაზე განსაზღვრული ფასების შედარება საოპერაციო პროგრამაში არსებულ დარიცხვებსა თუ მომსახურეობებზე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გასწორების და რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით.
  • ყოველდღიურად სალაროს ოპერაციების შემოწმება, მოლარეების მიერ მიღებული თანხების გადამოწმება, საბუთების წარმოება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის კონტროლი და შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ნაშთთან;
  • ყველა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის პერიოდული შერჩევითი ინვენტარიზაცია.
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შემოსავლების აუდიტი/მთავარი მოლარე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!