კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: დოქტორი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად

დეტალური სფერო - პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

კონკურსი ცხადდება 2025 წლის 06 მაისს.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2025 წლის 09 ივნისიდან 2025 წლის 11 ივნისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;
  • ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
  • სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება ასევე კონკურსანტს, რომელსაც:
  • აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • შრომები შესაბამის სფეროში;
  • მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2025 წლის 12 ივნისს.
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2025 წლის 13 ივნისს.
შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ივნისს.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე, ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: +995 2 61-12-98; +995 2 30-86-41; +995 2 10-52-03