PR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ PR მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
  • PR კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა, საჭიროებიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება;
  • პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზება;
  • საჭიროებისამებრ, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, მედიისთვის ინტერვიუს მიცემა, გადაცემებში მონაწილეობის მიღება;
  • კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება;
  • მედიამონიტორინგი;
  • სხვადასხვა არხებით შემოსული ინფორმაციის მონიტირინგი და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება PR-ის მიმართულებით;
  • მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლითhttps://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე