პროდუქტების მენეჯერი

თბილისი ნახევარი განაკვეთი Büroservice Hübner
ხელფასი: 1875
განათლება: ბაკალავრი ენები: გერმანული, ინგლისური
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
Büroservice Hübner აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქტების მენეჯერი

დისტანციური სამუშაო ნახევარ  განაკვეთზე

კომპანიის შესახებ:
კომპანიის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს გარემონტებული საოფისე ტექნიკის გაყიდვა. შეთავაზებებისთვის ძირითადად გამოყენებულია ელექტრონული კომერციის ონლაინ არხები. გაყიდვების 75% ხორციელდება გერმანიასა და შვეიცარიაში, ხოლო დანარჩენი ევროკავშირის მასშტაბით. კომპანიის მომხმარებლები ასევე არიან გადამყიდველები მსოფლიოს მასშტაბით.

სამუშაო აღწერილობა:
  • ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის შაბლონების შექმნაზე, ტექნიკური მონაცემების კვლევაზე და პროდუქციის ატვირთვაზე ყველა პოპულარულ სავაჭრო პლატფორმაზე.
  • გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა, ხოლო გამოცდილება მარკეტინგული სტრატეგიების შესახებ დაგეხმარებათ სამუშაო პროცესში.
  • თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა შიდა პროგრამულ სისტემებში (ERP, Outlook, ელექტრონული კომერცია და ასე შემდეგ) მუშაობას.
  • მუშაობა დაშვებულია როგორც სახლიდან დისტანციურად, ისე თბილისში არსებული ოფისიდან. 

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქტის მოვლა – პროდუქტის შაბლონების შექმნა, ტექნიკური მონაცემების კვლევა;
  • შიდა კომუნიკაცია გუნდის წევრებთან;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება და რედაქტირება, როგორც შიდა სისტემაში, ისე საიტებზე (amazon, ebay და ა.შ);
 
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1875 ლარი gross
სამუშაო საათები: დღეში 4 საათი (გრაფიკი შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე ინგლისურ ან გერმანულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: vacancy.buroservice@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.