Coffeesta-ს კაფეების ქსელი ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას და საკვების ნაირსახეობას. დღეის მდგომარეობით კომპანია ოპერირებს 7 ფილიალით და ცენტრალური საწარმოთი.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
- აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების FASS BASS მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
- აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
- მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; (წარმოსადგენი იქნება რეკომენდაცია წინა 2 დამსაქმებლისგან)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრუნვითი უწყისის მართვა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
- თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
- რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.
მთავარ ბუღალტერს ეყოლება დამხმარე ბუღალტერი, რომელიც პარალელურად მუშაობს ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავებაზე და საოპერაციო პროგრამის მართვით არის დაკავებული.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი . ბონუსის სახით 13-ე ხელფასი.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@coffeesta.com
გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
კოფისტა მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!