მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კომფო დიზაინი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ავეჯი, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
შპს კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 68.

აუცილებელი მოთხოვნები:    
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება;
  • თავაზიანობა;                                                                                                          
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
  • უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
  • გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და  ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;
  • ნაღდი და უნაღდო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას;

სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე. სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე:  info@comfo.ge   და გამოგზავნისას მიუთითეთ პოზიციის დასახელება: აქსესუარების მოლარე კონსულტანტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.