ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი Construction Service
მივლინება: არა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
სამშენებელო კომპანია ,,Construction service’’ აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის„ პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი
ანაზღაურება: შეთანხმებთ( ინდივიდუალურად)

 ვეძებთ ლოჯისტიკისა და ტექნიკის ოპერატორს, რომელსაც აქვს გამოცდილება ავტოსერვისის მომსახურებებსა და სატრანსპორტო საშუალებების კორდინირებულ მართვაში. ეს პოზიცია მოიცავს პასუხისმგებლობას როგორც ლოჯისტიკურ კოორდინაციაზე, ასევე ტექნიკური მდგომარეობის მართვასა და მონიტორინგზე.

ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ინოვაციურ და დინამიკურ გარემოში.
გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გეგმიური მომსახურებების დაგეგმვა,შესრულება
  • მძღოლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ეფექტური მართვა
  • ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება: გადაზიდვები, მარშრუტების დაგეგმვა, ტვირთის მოძრაობის კონტროლი.
  • სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი და სერვისცენტრებთან კოორდინაცია
  • სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური რესურსების აღრიცხვა და მარაგის კონტროლი
  • საგზურნო ფურცლებისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება
  • საწვავის და ტექნიკური ხარჯების კონტროლი
  • მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა და პერიოდული რეპორტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტოსერვისში ან ავტოპარკის ტექნიკურ მართვაში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
  • ლოჯისტიკის პროცესებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ავტომობილების ტექნიკური უნარ-ჩვევების ზოგადი ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel)
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მძღოლებთან და სერვისის მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით! გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს რეზიუმეს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების, მათ შორის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს ,,Construction service“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში ჩვენი რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!