უმცროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი GeoPaper
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია „GeoPaper“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
  • სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურების გაწერა და პროგრამაში ასახვა; ინვოისისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
  • ბანკთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების გავლა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
  • სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების, კერძოდ Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge
ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,

გისურვებთ წარმატებას!

„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“