ინგლისური ენის აკადემიური ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი The English Academy
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი
The English Academy აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ინგლისური ენის აკადემიური ხელმძღვანელის პოზიციაზე

The English Academy — აკადემია, რომელიც იყენებს ჰიბრიდული სწავლების ინოვაციურ მეთოდს, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ქალაქ ბათუმში ინგლისური ენის Head Teacher-ის როლში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო პროცესის ხარისხის კონტროლი და განვითარება;
  • საგაკვეთილო პროცესისა და სასწავლო მეთოდოლოგიის მონიტორინგი;
  • ახალი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა;
  • ჯგუფური მუშაობის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობის ორგანიზება;
  • რეპორტინგი აკადემიის მენეჯმენტთან.

HR ფუნქციები:
  • აკადემიური გუნდის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი მასწავლებლების ინტეგრაცია და მენტორობა;
  • პერსონალის განვითარების გეგმის დაგეგმვა და შესრულება;
  • პედაგოგიური გუნდის შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და მოტივაციის მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში დისციპლინური საკითხების მართვა და თანამშრომელთა შეფასება.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასწავლო ან აკადემიურ ადმინისტრაციაში;
  • ენერგიულობა, ინიციატივიანობა და ლიდერის თვისებები;
  • დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის კარგი უნარი;
  • გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com
გთხოვთ, Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ინგლისური ენის Head Teacher“
სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს აკადემია თავად დაუკავშირდება.

გისურვებთ წარმატებას!