გაყიდვების მენეჯერი/ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი PIPIA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: აზერბაიჯანული, რუსული, თურქული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და ლოჯისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციებზე.

ჩვენი კომპანია ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
ვებგვერდი: www.pipia.cc
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 65ა, თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00

ლოგისტიკის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
  • გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ;
  • ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა;
  • მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მართვა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთების მიღება, გაფორმება და ლოგისტიკური პროცესის სრული კონტროლი;
  • გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დებიტორული დავალიანებების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
  • აზერბაიჯანულისა და თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:llc.pipia@gmail.com