„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე.
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა.
ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
სასტუმრო Swissôtel-ში შვეიცარის როლი არის ერთ-ერთი საკვანძო. შვეიცარი წარმოადგენს სასტუმროს სახეს და გვევლინება ბრენდის ამბასადორად.
შვეიცარის მოვალეობები:
- იყოს თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობაში როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრების დახმარება მანქანიდან გადმოსვლისას, მათთვის სასტუმრს კარის გაღება და მიმღებამდე მიცილება.
- სასტუმროს არსებულ სერვისებზე სრული ინფორმაციის ფლობა და სტუმრებისთვის გაზიარება
- მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისად სტუმრების დაკვალიანება
- ქალაქის შესახებ ინფორმაციის ფლობა და საინტერესო ისტორიების გაზიარება სტუმრებთან საუბრისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო - იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ფლობა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბეურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა
დამატებითი სარგებელი:
- კვება
- დაზღვევა
- ტრანსპორტირება (ღამის სააღებში)
- ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.Jincharadze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!