კომუნიკაციების მენეჯერი

თბილისი ნახევარი განაკვეთი BlueTabla
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
მარკეტინგი, რეკლამა, PR: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1,200-1,500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
სამუშაო ადგილი: წერეთლის 140, თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას

მოთხოვნები:
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია დისტანციურად მომსახურების გამოცდილება ტელეფონის ან ჩათის მეშვეობით;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამოდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე/კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური პასუხი;
  • მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ონლაინ გაყიდვების სტიმულირება;
  • მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა;
  • ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კომუნიკაციების მენეჯერი".