სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათამდე
პასუხისმგებლობები:
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული აქტების, ბრძანებების, დებულებების და სხვათა ნიმუშების შაბლონების შემუშავება;
- კომპანიის პროცესების, პოლიტიკების და რეგულაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციის, შიდა აქტების, ბრძანებების მომზადება, აღრიცხვა და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციების განხილვა და ელ. ფოსტის ან/და შიდა მატერიალური სახით წერილების მომზადება და გასაგზავნად გადაცემა შესაბამისი სამსახურებისთვის/ პირებისთვის;
- კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა;
- საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
- იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
- სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სამართლებრივი წერის კულტურა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (იურისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/