NLI გაყიდვების ჯგუფის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას საცალო ავტო და ქონების დაზღვევის (NLI) გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში. 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: 
  • საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული სპეციალიზირებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა; 
  • ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში; 
  • ბაზების დამუშავება და CRM სისტემაში აქსახული აქტივობების მონიტორინგი;
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
  • გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა; 

ჩვენი მოთხოვნებია: 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; 
  • სრული უმაღლესი განათლება; 
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური; 
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  asokhadze@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათუარის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (NLI გაყიდვების ჯგუფის უფროსი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/