ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Glass Work
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი
კომპანია "Glass Work"  წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. „Glass Work”-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. 
კომპანია  „Glass Work”  აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა); 
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად); 
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; 
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი; 
  • IV ან V ჯგუფის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; 
 
თანამდებობრივი ვალდებულებები: 
  • კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელ.გამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;  
  • ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება; 
  • ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და  ხარვეზების დროული გამოვლენა; 
  • ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი; 
  • არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმიური შემოწმება; 
  • ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი; 
  • საწარმოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  • ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა; 
  • სამუშაო საჭიროებებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • თავაზიანი; 
  • პასუხისმგებლობიანი; 
  • ენერგიული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • პუნქტუალური. 
 
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს “Glass Work”-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. . თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „Glass Work”-ის ბაზაში 1 წლის ვადით.