უფროსი არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი სტუდია 9
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
„სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge

„სტუდია 9“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
  • არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
  • პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
  • პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
  • 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
  • საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
  • მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD);
  • ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
  • ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაგზავნე CV