კომპანია „ელტეგი“ 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge
კომპანია „ელტეგი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: #41 ქეთევან წამებულის გამზ., #0103 თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1800-2600(NET) ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + კვარტალური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ინჟინერ-მშენებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

- პასუხისმგებელია სამონტაჟო სამსახურის გამართულ ფუნქციონირებაზე ხარისხის ადმინისტრატორთან და საქმეთა მწარმოებელთან ერთად;
- მართავს და კოორდინაციას უწევს მექანიკოსებისა და ელექტრიკოსების სამუშაო პროცესს;
- ყოველდღიურად თანამშრომლობს საქმეთა მწარმოებელთან ობიექტების ნახაზებისა და სამუშაო გრაფიკების გაცნობისა და დამუშავების მიზნით;
- აკონტროლებს სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობას და უზრუნველყოფს შესაბამისობას დაგეგმილ ვადებთან;
- უზრუნველყოფს საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროულ გადაწყვეტას;
- გეგმავს შახტებს ოპტიმალურად და იღებს მონაწილეობას შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში;
- პასუხისმგებელია ხარისხის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებასა და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე;
- უზრუნველყოფს ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას საქმეთა მწარმოებელთან ერთად;
- ყოველდღიურად ატარებს ოპერატიულ შეხვედრებს დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან (დილით 15–20 წუთის განმავლობაში) მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვის მიზნით;
- მართავს მონტაჟის პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს ტექნიკური საკითხების შესახებ;
- მონტაჟის დასრულების შემდეგ, იღებს მზა ობიექტს მემონტაჟისა და ზედამხედველისგან შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- უზრუნველყოფს დამკვეთთან საქმიან კომუნიკაციას,
- აღრიცხავს შესრულებულ სამუშაოებს და უზრუნველმყოფს ზუსტ დოკუმენტაციას;
- ავსებს და ადასტურებს დადგენილ ფორმებსა და შიდა დოკუმენტებს კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
- სამშენებლო/საინჟინრო პროექტის დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია AutoCAD და/ან ArchiCAD-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება (მაგ.: ობიექტის შეფასება, აზომვა, დახაზვა და ა.შ.);
- სასურველია MS Project-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად / გუნდურად მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და სამუშაო დისციპლინა