უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Prime Home
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
Prime Home – უძრავი ქონების სააგენტო თბილისში – ეძებს უძრავი ქონების აგენტებს ბინების, სახლების, კომერციული ფართების გასაყიდად და გასაქირავებლად. თუ გსურთ დამოუკიდებლად იმუშაოთ, მოიზიდოთ შემოსავალი და გქონდეთ რეალური ზრდის შესაძლებლობა – ჩვენი გუნდი თქვენ გელით

თქვენი მოვალეობები:
  • დაგეგმავთ და მოიძიებთ უძრავი ქონების ობიექტებს;
  • აწარმოებთ მოლაპარაკებებს მეპატრონეებთან და მომხმარებლებთან;
  • განათავსებთ განცხადებებს პლატფორმებზე;
  • აჩვენებთ ბინებს დაინტერესებულ პირებს და მონაწილეობას მიიღებთ გარიგებების გაფორმებაში.

ანაზღაურება:
  • გაქირავების შემთხვევაში: ქირის შემოსავლის 50% თქვენ გრჩებათ. (მაგალითად: თუ ბინა ქირავდება 800$-ად, თქვენი წილი იქნება 400$).
  • გაყიდვების შემთხვევაში: ბინის ღირებულების 1.5% წარმოადგენს თქვენს საკომისიოს. (მაგალითად: ბინა იყიდება 100,000$-ად – თქვენ იღებთ 1,500$.)
  • წარმატებული აგენტის საშუალო შემოსავალი თვეში შეადგენს 3,000–10,000+ ლარს (ზემოთაც კი).

სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი: 11:00 – 19:00 შაბათი: 12:00 – 16:00

ეს არის ჩვენი სამუშაო დღის საერთო ჩარჩო, თუმცა ყველას თავისი სტილი და რიტმი აქვს — დღის ორგანიზება დიდწილად შენზეა. მთავარია, იყო ხელმისაწვდომი, მართო შენი დრო ეფექტურად და მიაღწიო შედეგს.

რას გთავაზობთ:
  • კორპორაციულ ნომერს, მუშაობისთვის მზად პლატფორმებს;
  • მენტორის მუდმივ მხარდაჭერას და პროფესიულ სწავლებას;
  • გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სასურველი პროფილი:
კომუნიკაბელური და მოტივირებული ადამიანი, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და აქვს მიზნები;
ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად — ეს დაგეხმარებათ კლიენტებთან კომუნიკაციაში.

თუ გსურთ, რომ თქვენი შრომა რეალურად დაფასდეს – გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და დავიწყოთ თანამშრომლობა, რომელიც თქვენს პროფესიულ ზრდას ემსახურება. hr.primehome@gmail.com
ან დაგვიკავშირდით +995 577592423