მარკეტინგის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Solana Development
მივლინება: არა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
Solana Development 11 წლიანი გამოცდილებს მქონე კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე ვაშენებთ ჩვენს რიგით მე-4, ინოვაციურ პროექტს Solana Grand Residences შავი ზღვის სანაპიროზე.
იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: https://solanadevelopment.ge/

Solana Development აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები :
  • სტრატეგიული დაგეგმვა: წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება ბიზნესის მიზნების, სამიზნე აუდიტორიებისა და ROI–ს გათვალისწინებით.
  • ბრენდის მართვა: Solana Development-ის ბრენდის გაძლიერება – ონლაინ, ბეჭდვით და სხვადასხვა მიმართულებით.
  • ციფრული მარკეტინგი: SEO/SEM-ის, სოციალურ მედიის, ელექტრონული ფოსტის კამპანიების, კონტენტის შექმნის, ფასიანი რეკლამების სტრატეგიის განსაზღვრა/შესრულების მონიტორინგი..
  • ბაზრის კვლევა : ინდუსტრიის ტრენდების, კონკურენტების აქტივობების და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი ანალიზი.
  • კამპანიის განხორციელება: ფოტო და ვიდეო გადაღებების კოორდინაცია, მარკეტინგული მასალების დიზაინის პროცესის მართვა, ვადების მართვა და ხარისხიანი შედეგების უზრუნველყოფა. ღონისძიებები და პარტნიორებთან შეხვედრები : გამოფენების, ღია კარის დღეების, ვებინარებისა და სტრატეგიული კოლაბორაციების ორგანიზაცია უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან და ინფლუენსერებთან.
  • შედეგებისა და ბიუჯეტის მონიტორინგი: KPI–ების კონტროლი, რეგულარული ანგარიშების მომზადება კამპანიის ეფექტურობაზე, ბიუჯეტის ხარჯვასა და ლიდთგენერაციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • 3–5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია უძრავი ქონების სფეროში.
  • წარმატებული B2C და B2B კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების გამოცდილება.
  • ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Ads, Facebook Business Manager, CRM, ანალიტიკური Dashboard-ები) მაღალ დონეზე ცოდნა.
  • შესანიშნავი წერითი და მეტყველებითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • კრიტიკული აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი : სრული
ხელფასი : ფიქსირებული(განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე) როგორ გამოაგზავნოთ რეზიუმე:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე info@solanadevelopment.ge თემაში მიუთითეთ “მარკეტინგის მენეჯერი”. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.