სამშენებლო მასალების საწარმო "სპეცკომფორტი" დაარსდა 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. 2020 წლიდან ვართ № 1 ოქროს ბრენდის მფლობელი კომპანია.
კომპანიის შესახებ იხილეთ მეტი _http://speckomforti.ge/georgian/home
თუ გსურს გახდე სპეცკომფორტის გუნდის წევრი გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გადმოაგზავნე შენი CV კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება ფიქსირებული 1200 ლარი (NET) + ბონუსი (საშუალოდ 2000-ლარიდან ზევით).
ძირითადი ფუნქციები :
- გაყიდვების ყოვეთვიური გეგმის შესაბამისად საკუთარი დღის დაგეგმვა;
- ყოველდღიურ რეჟიმში ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
- კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისათვის, მათთან შეხვედრების დაგეგმარება, სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი;
- ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სამშენებლო სფერო (არანაკლებ 1 წელი);
- სასურველია გარკვეული შეხება სამშენებლო მასალების სფეროსთან;
- უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა. (MC Word, MC Excel, Power point).
პიროვნული უნარები :
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის და წარმოების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანპორტირებით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში მუშაობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@speckomforti.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – კორპორატიული გარე გაყიდვების მენეჯერი.