შპს მეტრო სერვის+ აცხადებს ვაკანსიას IT Security Engineer პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- ინციდენტების შესახებ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
- ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია, ადმინისტრირება და მონიტორინგი (Endpoint Protection, DLP, SIEM, WebProxy, )
- ინფორმაციული რესურსების გამოყენების, ადმინისტრირებისა და წვდომების უფლებების მინიჭების კონტროლი;
- ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
- თანამშრომლებისათვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- ტექნიკური დავალებების შესრულება;
- სხვა სამუშაოს შესრულება შინაგანაწესისა და თანამშრომლის ხელმძღვანელი პირის მითითებების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- IT ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა;
- ქსელური პროტოკოლებისა და არქიტექტურის ცოდნა.
- უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების ცოდნა;
- ოპერაციულ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების ტექნიკური ცოდნა;
- სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა (ISO 27001, COBIT, NIST, PCI DSS)
- ოპერაციული სისტემების ცოდნა: Windows, Linux.
- უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ., Wireshark, Nessus, Nmap).
- სასურველია DLP ( Data loss prevention) და Antimalware სისტემებებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია SIEM (Security information and event management) სისტემების მუშაობის პრინციპის ცოდნა
- ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაო პროცესის დაგეგვის და მართვის უნარი;
- ორგანიზებული;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@msplus.ge 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - IT Security Engineer
შპს „მეტრო სერვის+“-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მეტრო სერვის+“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.