კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მოდუსი
მივლინება: არა
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, 
განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან. 

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (გარე გაყიდვები) პოზიციაზე. მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. N51. 
  
სამუშაო აღწერილობა: 
  • სამშენებლო მიმართულებით, კორპორატიული გაყიდვების (გარე გაყიდვები) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღსრულება; 
  • სხვადასხვა საშუალებებით,  პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბაზების განახლება; 
  • პოტენციურ მყიდველებთან, მუდმივ მომხმარებლებთან შეხვედრები, საქონლის/მომსახურების შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება; 
  • კლიენტის საჭიროების მიხედვით, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება; 
  • ახალ კლიენტებთან თანამშრომლობის გზების მუდმივი განახლება/გაუმჯობესება და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. 

მოთხოვნები: 
  •  გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში); 
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი; 
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო კვირა. 
  • უფასო კვება; 
  • Fitpass. 
 
 
 გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge 
გისურვებთ წარმატებებს.