საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სამსამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “ საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის’’   პოზიციაზე ბათუმში.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • პროდუქციის შესყიდვის პროცესების კონტროლი; 
  • უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას; 
  • შესასყიდი პროდუქციის ფასის კონტროლი; 
  • კვირეული, კვარტლური ბიუჯეტის შედგენა;  
  • მიღებული შეკვეთის პროგრამულად ასახვა;  
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;  
  • აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება (სასურველია-მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია 1C - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; 
  • რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.  
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები:  
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • პუნქტუალურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი. 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული. 09:00-18:00 ან 10:00- 19:00.  
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა  2025 წლის  22 ივნისი 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი “.   
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.