საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სამსამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “ საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის’’ პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქციის შესყიდვის პროცესების კონტროლი;
  • უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
  •  შესასყიდი პროდუქციის ფასის კონტროლი;
  • კვირეული, კვარტლური ბიუჯეტის შედგენა;
  • მიღებული შეკვეთის პროგრამულად ასახვა;
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია-მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
  • რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული. 09:00-18:00 ან 10:00- 19:00.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 22 ივნისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი “.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული

კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.