კომერციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
კომპანია ბაუმერი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • სამშენებლო სექტორის/პროექტების აქტიური მონიტორინგი — ტენდერები, კერძო პროექტები, დეველოპერები, საინვესტიციო ფონდები
  • პოტენციური დამკვეთების იდენტიფიკაცია და ბაზის მუდმივი განახლება
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მომზადება და კომერციული წინადადებების წარდგენა
  • მოლაპარაკებების წარმართვა ფასებზე, ვადებზე, კომერციულ პირობებზე
  • პროექტების ტექნიკური დეტალების განხილვა ტექნიკურ და შესყიდვების დეპარტამენტებთან
  • საბოლოო კომერციული შეთავაზების მომზადება, დამოწმება და წარდგენა კლიენტისთვის
  • მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებების და თანდართული დოკუმენტების შეთანხმება
  • KPI-ს მონიტორინგი და შესრულება
  • ყოველდღიური განახლებები CRM სისტემაში (Salesforce)
  • ყოველკვირეული რეპორტინგი კომერციულ დირექტორთან

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, სამშენებლო- საინჟინრო ან ეკონომიკა/ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია 2 წლიანი გამოცდილება B2B მიმართულებით;
  • სასურველია სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (სასურველია)

პროფესიული უნარები:
  • კომუნიკაციის უნარები;
  • სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და პროცესების მართვა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ადაპტაციის და სტრესის მართვის უნარი;
  • ტექნიკური ინტერესი და სწავლის მზაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00) მივლინების სიხშირე: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში 5 დღე კვარტალში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.