კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
პროდუქტი:
- სატვირთო ავტომობილები, საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები.
პასუხისმგებლობები:
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისთვის, პროდუქციის/მომსახურების სწორედ წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა.
- კლიენტთა პორტფელის შექმნა და მისი განვითარება
- არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში სატელეფონო ზარების განხორციელება.
- არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, შეხვედრების და ვიზიტების განხორციელება, მათთვის სიახლეების გაცნობა და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
- ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვებზე და სიახლეებზე თვალყურის დევნა.
- უშუალო ხელმძღვანელისთვის კვირეული/თვიური რეპორტის წარდგენა შესრულებული სამუშაოს , ასევე დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
მოთხოვნები და უნარები:
- გაყიდვების წარმომადგენლად სამუშაო გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას)
- სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა.
- გაყიდვების, მოლაპარაკების და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
- პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები.
- აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარი.
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + გაყიდვების პროცენტი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge