გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი , 
ქალაქი - თბილისი, 

,,ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. 
 ,,ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი. 
 ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More 
 
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას) 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება) 

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: 
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულებაზე ზედამხედველობა 
  • ბაზრის ანალიზი და გაყიდვების გეგმის შედგენა/მართვა 
  • გაყიდვების მიზნების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი 
  • კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში 
  • კომპანიის პროდუქციის წარდგენა პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან 
  • კლიენტებთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმირება 
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა CRM სისტემის გამოყენებით 
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტთა ბაზების მართვა CRM პლატფორმებში 
  • ტენდერების მონიტორინგი და მონაწილეობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებით 
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის 
  • მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება 
  • გაყიდვების გუნდის სრული მხარდაჭერა  
  • გაყიდვებთან დაკავშრებული დოკუმენტაციის მართვა  
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა 
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება პოტენციურ კლიენტებთან 
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში 
 
რას ვითხოვთ: 
  • მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილებას B2B გაყიდვების მიმართულებით 
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ. Salesforce, HubSpot ან სხვა) 
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან ურთიერთობის მაღალი უნარს 
  • სტრატეგიული აზროვნების და ანალიტიკური მონაცემების გაანალიზების უნარს 
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნას 
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას (MS Office, Excel, PowerPoint) 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს 
  • Fit pass ბარათს 
  • ანაზღაურებას: კვალიფიკაციის შესაბამისად 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას 
  • მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში 
  • პროფესიული სწავლებას და განვითარებას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს 
 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. 
  
 გისურვებთ წარმატებას! 
 
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/t5pZDmDd 
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე