HR ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი, HR სპეციალისტი, შრომის კანონმდებლობის სპეციალისტი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიისთვის, ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა პირადი საქმის ფორმირება და მუდმივი განახლება (დასაქმების, გადაყვანის,შვებულებების, გათავისუფლების საფუძველზე)-არქივირება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, დანიშვნის ბრძანებებისა და სხვა თანმდევი დოკუმენტაციის მომზადება და არქივირება;
  • SELF.ge პროგრამაში თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვა, დაგვიანებების, შვებულებების,ავადმყოფობის და გაცდენის,მონიტორინგი;
  • შემოსავლების სამსახურის საიტზე (rs.ge) თანამშრომლების აყვანა/გათავისუფლების პროცესის მართვა;
  • პერიოდული სტატისტიკური რეპორტების მომზადება HR უფროსისთვის (გაცდენები, წასული თანამშრომლები, ახალი დასაქმებები და სხვ.);
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზის ფორმირება;
  • გასაუბრებების გრაფიკის შედგენა;
  • თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას შესაბამისი ვადების და ფორმატების დაცვა(შეტყობინება, ბრძანება, აქტივების დაბრუნება);
  • თანამშრომელთა პირადი საქმის ელექტრონული წარმოება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი/HR მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანია შრომის კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
  • აუცილებელია HR ადმინისტრატორის/HR ჯენერალისტის/HR სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო-სადაზღვევო სექტორში;
  • მნიშვნელოვანია MS Office და HRMS პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment21@hh.ge