ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიკონ გრუპი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
ვიკონ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა:  თბილისი, რუსთაველის გამზ. 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი   9:00-18:00  
შესვენება :  13:00-  14:00  
 
სამუშაოს აღწერა: 
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან; 
  • ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი; 
  • ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით; 
  • დღის განმავლობაში სტუმრების დახვედრა; 
  • პროგრამა self.hr-ში მუშაობა (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გადამზადებას კომპანია უზრუნველყოფს); 
  • კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა; 
  • მონაწილეობა  დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა; 
  • მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება; 
  • მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა; 
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება..  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება   
  • სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;  
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Mail, Internet) ცოდნა; 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.. 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი. 
 
პიროვნული უნარები: 
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@vikon.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.