კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.
სიტა აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-მექანიკური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.
სიტა აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-მექანიკური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ სივი info@sita.ge
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
- პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ძირითადი მოვალეობები:
- HVAC, Plumbing, FLS და სხვა მექანიკური სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის პაკეტის დეტალური შესწავლა და ანალიზი;
- შესაბამისი რეპორტების და ტექნიკური დავალებების მომზადება;
- მექანიკურ სისტემებთან და მომიჯნავე დისციპლინებთან დაკავშირებული ღია საკითხების მონიტორინგი და მართვა;
- პროექტში ჩართულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მექანიკურ სისტემებთან დაკავშირებული გადაწყვეტების მოძიება, შესწავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- საპროექტო დოკუმენტაციის პროექტში ჩართული გაწყვეტილების მიმღები წევრების მიერ დადასტურების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- ადგილობრივი და საჭიროებისამებრ ბრენდის სტანდარტების შესწავლა და პროექტში დანერგვის უზრუნველყოფა;
- ცვლილებების მონიტორინგი და მართვა პროექტის მიმდინარეობისას;
- პროექტთან და შესაბამის დისციპლინებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპანიის და პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის ან/და სამშენებლო მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკური ინჟინერის ან პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
- სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროგრამებში - CAD და REVIT - მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენა მინ. B2 დონე;
- სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ სივი info@sita.ge