მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი HPM
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ გარემოს.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ციფრული მედია არხების მართვა;
  • ბრენდებზე მორგებული ყოველთვიური კონტენტ კალენდარის შექმნა, სტრატეგის შემუშავება, კალენდრის მიხედვით პოსტების განთავსება;
  • სოციალური მედიისთვის პოსტების გამზადება (ფოტო/ვიდეო), კონტენტის გადაღება რილსებისა და სთორებისთვის და სოცალურ მედიაში განთავსება;
  • სამიზნე აუდიტორიაზე რეკლამის გაშვება;
  • გუნდთან ერთად მარკეტინგული კამპანიების, მარკეტინგული აქტივობების, ფოტოსესიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საჭიროებისამებრ ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Meta advertising-ის საბაზისო დონეზე ფლობა; სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „მარკეტინგის სპეციალისტი“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!