BI სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Dastafe
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3500
ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი ინფორმაციული ტექნოლოგიები: ანალიტიკოსი
Dastafe აცხადებს ვაკანსია BI სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვართ ბიზნეს-ანალიტიკური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება მოერგონ თანამედროვე მონაცემთა ვიზუალიზაციის სტანდარტებს. ჩვენი მიზანია Power BI-ისა და ციფრული ანალიტიკის გამოყენებით გავაუმჯობესოთ კლიენტების გადაწყვეტილებების მიღების პროცესები.

პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ Power BI სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს კლიენტებთან, შექმნის მათზე მორგებულ ინტერაქტიულ დეშბორდებს და უზრუნველყოფს მონაცემთა ავტომატიზირებულ ვიზუალიზაციას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • მონაცემთა გაწმენდა და მოდელირება სხვადასხვა წყაროდან
  • DAX ფორმულების დაწერა საჭირო ლოგიკების შესაბამისად
  • დეშბორდების დაგეგმვა და შექმნა Power BI-ში
  • კლიენტებთან მუშაობა ინდიკატორების და ანალიტიკის განსასაზღვრად
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტების გადამზადება, ინსტრუქციების მიცემა, წვდომების გადაცემა, ტექნიკური შენიშვნების გავლა
  • სხვა ყველა პროცესის უზრუნვეყოფა, რაც დაკავშირებული იქნება კლიენტის მოთხოვნებთან Power BI-ს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის

აუცილებელი მოთხოვნები:
  • Power BI-ის პრაქტიკული ცოდნა
  • მონაცემთა მოდელირების საფუძვლების ცოდნა (Star Schema, normalization და სხვ.)
  • DAX და Power Query-ის კარგი ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
  • Excel-ისა და მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა (SQL – უპირატესობად ჩაითვლება)

სასურველი უნარები:
  • ფინანსური ან ოპერაციული ანალიტიკის გამოცდილება
  • Microsoft Fabric-ის ან სხვა BI ხელსაწყოების ცოდნა
  • კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

ანაზღაურება: 2500-3500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: g.kirvalidze@dastafe.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595901882