INWEST აცხადებს ვაკანსიას CCTV უსაფრთხოების სისტემების ინჟინერის (ვიდეო მეთვალყურეობა, დაშვების სისტემა) პოზიციაზე
პოზიციის ძირითადი ამოცანები:
- მონაწილეობა სამეთვალყურეო სისტემების (CCTV), დაშვების სისტემების და სხვა უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაპროექტებასა და განხორციელებაში;
- ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და დოკუმენტაციის წაკითხვა და გამოყენება;
- მცირე მოცულობის სამონტაჟო ან კონფიგურაციის სამუშაოებში ჩართვა;
- სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებზე და შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება/შესრულება.
საჭირო ტექნიკური უნარები:
- CCTV და დაშვების სისტემების საბაზისო ცოდნა (IP კამერები, NVR, PoE სტრუქტურა, Time attandance);
- სასურველია გამოცდილება Hikvision ან მსგავს სისტემებთან;
- საბაზისო ცოდნა ქსელური პროტოკოლების შესახებ (TCP/IP, DHCP, NAT და სხვა);
- MS Office და სხვა ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
- სწრაფი ანალიზის უნარი;
- ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავების სურვილი და ინიციატივა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მინ. 2 წლიანი გამოცდილება მართვის მოწმობით (B კატეგორია);
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად და ინტერფეისებთან სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (₾3000-₾4000);
- შესრულებაზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
- პროფესიულ განვითარებას და ტრენინგების შესაძლებლობას;
- დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი ფასობს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@inwest.ge