ოფისის თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი EMG
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი

EMG აცხადებს ვაკანსიას ოფისის თანამშრომელის პოზიციაზე


კომპანია Express Mail Georgia ქართული საფოსტო და ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2012 წლიდან. წლების მანძილზე დახვეწილი გლობალური საპარტნიორო ქსელის მეშვეობით ჩვენ ვფარავთ მთელს მსოფლიოს და ვახორციელებთ ამანათების გაგზავნას და ჩამოტანას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სერვისები მოიცავს როგორც საფოსტო გზავნილებს, ასევე ნებისმიერი წონის კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით.

EMG-ს გუნდი თავის მრავალწლიან გამოცდილებას მუდმივად ახმარს ახალი სერვისების განვითარებას, არსებული მომსახურებების გაფართოვებას და მომხმარებლებისთვის ნებისმიერი სახის გადაზიდვის მაქსიმალურად ოპტიმალურად უზრუნველყოფას.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს გავუიაფოთ და გავუმარტივოთ გადაზიდვის პროცესები, ისევე როგორც შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც საუკეთესოდ მოერგება ყველანაირი სახის გადაზიდვის მოთხოვნას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება რელევანტურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  • უცხო ენების (რუსული აუცილებელი, ინგლისური სასურველია) ცოდნა
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
  • საფოსტო გზავნილების ჩაბარება-გადამისამართება
  • ოფისში მომხმარებლის მიღება და შესაბამისი კოორდინაცია
  • ადმინისტრაციის დოკუმენტების მომზადება
  • სოც-მედიას მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30 -18:00 საათამდე


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:m.shiukashvili@emgeorgia.com