საბითუმო გაყიდვების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯაოკენი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, საბითუმო ვაჭრობა
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.

კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

პოზიცია: საბითუმო გაყიდვების აგენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (დასვენება -კვირაში 2 დღე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ბონუსის 1500 ლარი + ბონუსი 2500 ლარამდე
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2500₾

ფუნქცია მოვალეობები:
  • საბითუმო კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი;
  • საბითუმო კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
  • ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მისი გაფორმების კოორდინაცია;
  • საბითუმო კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
  • საბითუმო კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნულ ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • საბითუმო კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაწესებული ფასების ჩასწორების ინიცირება და კოორდინაცია;
  • საბითუმო კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
  • საბითუმო კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • ინგლისური ან რუსული ენის ფლობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი
  • პასუხისმგებლიანი
  • კომუნიკაბელური
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა, B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • სადაზღვევო პოლისს.
  • კორპორაციულ ფასდაკლებას.
  • პროფესიულ განვითარებას.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
  • ინდივიდულაური გასაუბრება
  • ტესტი

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „საბითუმო გაყიდვების აგენტი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.07.2025 წ.

გისურვებთ წარმატებას!