“ბბ ლიზინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის დაგეგმვა და შეხვედრის განხორციელება;
- მომხმარებლებისათვის ბიზნეს სალიზინგო მომსახურების სარგებლიანობისა და პროდუქტების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის ახსნა;
- მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- სალიზინგო პროექტის განაცხადის მომხადება და კომიტეტზე წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!