ცვლის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. 
განაკვეთი: სრული. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ცვლის განმავლობაში წარმოების პროცესის ეფექტური მართვა; 
  • ტექნოლოგიური პროცესების დაცვაზე ზედამხედველობა; 
  • დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) კონტროლი; 
  • ცვლისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება და შევსება; 
  • თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, კონტროლი და მხარდაჭერა; 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო მიმართულებით; 
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ცვლის უფროსი. 

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.