ქოლ-ცენტრის ოპერატორი / სრული განაკვეთი

თბილისი სრული განაკვეთი მისტერ მასტერი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კომპანია „მისტერ მასტერი“ 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს – 24/7, ყოველდღე.
ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე : http://mrmaster.gehttps://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორს სრულ განაკვეთზე!

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 900₾ (ხელზე) + ბონუსი (150–200₾)

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
  • ყოველთვიური საპენსიო დანაზოგის დაფარვა
  • მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო

შენზე ვფიქრობთ, თუ:
  • სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
  • გაქვს უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ
  • გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
  • საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს

შენი მთავარი ამოცანები იქნება:
  • ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
  • მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
  • პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
  • ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
  • აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
  • პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან

როგორ დაგვიკავშირდე?
გამოაგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mrmaster.ge
Subject-ში მიუთითე: „ქოლ-ცენტრის ოპერატორი/სრული განაკვეთი“

„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდის დაინტერესებისთვის და გისურვებს წარმატებას!