მძღოლი-მცველი

თბილისი სრული განაკვეთი თელმიკო
მივლინება: არა
ენები: რუსული მართვის მოწმობა: B
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი) ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი - მცველის პოზიციაზე.

სამუშაო მოთხოვნები
  • იცავს საგზაო მოძრაობის წესებს;
  • იცავს უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებს;
  • წინასწარ გეგმავს ოპტიმალურ მარშრუტს, რათა მგზავრები სწრაფად მიიყვანოს დანიშნულ ადგილზე;
  • უზრუნველყოფს დირექტორის პირად უსაფრთხოებას და უსაფრთხო გადაადგილებას;
  • უზრუნველყოფს ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებასა და სისუფთავეს;
  • ასრულებს დირექტორის დავალებებს მისი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში მზადაა იმუშაოს არასტანდარტული გრაფიკით;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაუყოვნებლივ წყვეტს გადაადგილებას, რთავს საგანგებო სანათებს, ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას ცხელი ხაზის ნომერზე, იძახებს საპატრულო ეკიპაჟს, ინფორმაციას აწვდის უშუალო ხელმძღვანელს, აფიქსირებს შემთხვევის გარემოებებს (მათ შორის ფოტო და
  • ვიდეო გადაღების მეშვეობით), ასევე იღებს საპატრულო ეკიპაჟისგან შესაბამის დასკვნას;
  • წინა საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება არ უშლის ხელს მოძრაობას, აგრძელებს მარშრუტს შემდგომ ავტორიზებულ სერვისცენტრში
  • ვიზიტით;
  • ამასთან, მძღოლი-მცველი ვალდებულია აცნობოს სადაზღვევო აგენტს და უშუალო ხელმძღვანელს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
  • განათლება: სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია
  • იარაღის ტარების უფლება;
  • მანქანის მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • პირადი მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საგზაო წესებისა და ნავიგაციის მართვის ზედმიწევნით ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებზე;
  • პუნქტუალურობა;

ენების ცოდნა
  • ქართული ენა - თავისუფლად
  • რუსული ენა – თავისუფლად

მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ
ვაკანსიის დასახელება „ მძღოლი - მცველი’ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16.07.2025 წ.