ციფრული გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი ნახევარი განაკვეთი The English Academy
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
The English Academy აცხადებს ვაკანსიას ბათუმში— ციფრული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
The English Academy — აკადემია, რომელიც იყენებს ჰიბრიდული სწავლების ინოვაციურ მეთოდს, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ქალაქ ბათუმში "ციფრული გაყიდვების მენეჯერი" როლში.
ანაზღაურება: ბონუსერი
სამუშაო რეჟიმი: ნახევარი განაკვეთი

მოვალეობები:
  • სოციალური მედია მენეჯმენტი
  • ინბოქსის მართვა
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • შემომავალი შეკითხვების დროული დამუშავება
  • ლიდების იდენტიფიცირება და კვალიფიცირება
  • ონლაინ გაყიდვები
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა
  • პოტენციური კლიენტების კონსულტირება
  • ფასდადების მომზადება და წარდგენა
  • გარიგებების დახურვა
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება
  • ხანგრძლივი პარტნიორობის ჩამოყალიბება

მოთხოვნები
აუცილებელი კვალიფიკაცია
  • კომუნიკაციის კარგი უნარი
  • სოციალური ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • პროექტების პარალელურად მართვის უნარი
სასურველი კვალიფიკაცია
  • კორპორატიული გაყიდვების ცოდნა
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები
  • შედეგზე ორიენტირება
  • ადაპტირება ცვალებად გარემოში
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრეატიულობა
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com
გთხოვთ, Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
„ციფრული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე“ სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს აკადემია თავად დაუკავშირდება.

გისურვებთ წარმატებას!