პრისეილერი

ბათუმი სრული განაკვეთი ჯიეს გრუპი
ხელფასი: 2500
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
შპს „ჯიეს გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრისეილერი

მდებარეობა: ბათუმი 
სფერო  დისტრიბუცია
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500ლ + საწვავი

აღწერილობა:
შპს „ჯიეს გრუპი“ წარმოადგენს, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც პარტნიორია შემდეგი ბრენდების: Panasonic (ელემენტები, ყურსასმენები); Papilon (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია);   Luch (საბავშვო და საოფისე კანცელარია);   TOFITA (ერთჯერადები,  მანქანისა და ოთახის სუნები, სამზარეულოს მოვლის საშუალებები );  ჭურჭელი/კერამიკა; მიკროფიბრები და ა.შ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ წინასწარ შედგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • ახალი სარეალიზაციო ობიექტების/წერტილების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ობიექტების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი გრაფიკისა და წესების შესაბამისად;
  • ობიექტზე პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
  • ინვენტარის განთავსების ორგანიზება ქსელში, არსებულის მდგომარეობის კონტროლი და მათ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;
  • შეკვეთების გაკეთება შესაბამისი ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებით;
  • დაგეგმილი გაყიდვების შესრულების კონტროლი და ანალიზი ყველა ეტაპზე;
  • დაგეგმილი აქციების შეთავაზება/გაცნობა მაღაზიებისთვის;
  • დებიტორების რაოდენობისა და თანხის ოდენობის კონტროლი;
  • ვალების ამოღება და თანხის შემოტანა კომპანიის ანგარიშზე ან/და სალაროში ყოველდღიურად;
  • დისტრიბუტორთან კომუნიკაცია და ზედამხედველობა პროდუქციის მიწოდებასა და ობიექტიდან თანხის აღებასთან დაკავშირებით;
  • აღმოჩენილ ხარვეზზე/პრობლემაზე ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
 
სავალდებულო  მოთხოვნები:
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.
 
პიროვნული უნარ ჩვევები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: jiandsihr@gmail.com  ან დაგვიკაშირდეთ ნომერზე: +995 555 80 35 35